» » 16 წლის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც შესაძლოა იმაზე მეტ ფულს შოულობს, ვიდრე შენ!

16 წლის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც შესაძლოა იმაზე მეტ ფულს შოულობს, ვიდრე შენ!
16 წლის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც შესაძლოა იმაზე მეტ ფულს შოულობს, ვიდრე შენ!


წარმოგიდგენთ ინტერვიუს 16! წლის ქართველ ბიზნესმენ ლევან კენჭოშვილთან:

---

- თუ შეიძლება გვითხარით, სად და როგორ ჩაისახა თქვენი ბიზნეს-იდეა?

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და ამ პრობლემის ფიქსაციისათვის ღამეები არ ვიძინებდი, მინდოდა შემექმნა ის, რის გამოც თამამად შემეძლებოდა თქმა, რომ ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანია. იდეის რეალიზაციისათვის ვერ გეტყვით, რომ პატარა დრო დამჭირდა,ამისთვის მაქსიმუმ წელიწადი მაინც იყო საჭირო. ეს ყველაფერი მარტო არ გამიკეთებია, ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს არაბიოლოგიურ ძმას,ნიკოლოზ დემეტრაშვილს. დიახ, ეს საერთო იდეა იყო, პირველი საერთო იდეა, რომელიც ერთად ვაქციეთ რეალობად. ამ ყველაფრის იდეა ერთ უბრალო ღამეს ჩაისახა, მის შემდეგ ყოველდღიურად ვსაუბრობდით თუ როგორ განვითარდებოდა ჩვენი ინტერნეტ-მაღაზია ახლო მომავალში, ყველაფერს ეტაპობრივად განვიხილავდით, მერწმუნეთ, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც გეგმავ რაღაცას და დარწმუნებული ხარ, რომ ის ფრთებს შეისხავს.

- მოგვიყევით ე.წ კომპანიის შესახებ

პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც "ნაილ შოპს" კომპანიად მოიხსენიებენ ხოლმე, რაღაც ბედნიერების და გადაჭარბებული ადრენალინის გრძნობა უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს ვიაროთ წინ,შეუჩერებლივ. "ნაილ შოპ ჯორჯია" (Nile Shop Georgia) ე.წ ინტერნეტ-მაღაზიაა, სადაც იყიდება თანამედროვე საზოგადოებაზე მორგებული ყელსაბამები, სამაჯურები და სხვადასხვა აქსესუარები ფილმებიდან ან თამაშებიდან. მე და ნიკა ყოველთვის ვცდილობთ განსხვავებული პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს,ზუსტად ასე მოიხვეჭა პოპულარობა კომპანიამ და მიიზიდა 7000-ზე მეტი "ფანი"

- აპირებთ თუ არა მოღვაწეობის გაგრძელებას ამ კონკრეტულ სფეროში?

სიმართლე გითხრათ "ნაილ შოპი" ერთ-ერთი დიდი ფაქტორია, რომელიც წყვეტს რომელ სფეროს ავირჩევ, ანუ გეთანხმებით, ვაპირებ ბიზნეს-ადმინისტრირებაზე ჩავაბარო, ერთი სული მაქვს ეს დრო როდის დადგება, რათა უკვე მიზანმიმართულად ვიმოქმედო და უნივერსიტეტში დაგროვილი თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა ჩემს პარტნიორთან ერთად, რომელსაც სამწუხაროდ სხვა სფერო აქვს არჩეული და ეს ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ ვაპირებ ჩემი დაგროვილი ცოდნა მასაც გავუნაწილო და ასე, ერთიანად ვმართოთ მომავალში უკვე შპს "ნაილ შოპი"

- ხალხი როგორ ეგუება იმ ფაქტს,რომ თქვენ ზოგ ზრდასრულ ადამიანზე მეტ ფულს შოულობთ?

ჯერჯერობით შეუმჩნეველია ის ფაქტი,რომ ფინანსურად ჩვენი ინტერნეტ-მაღაზია ძალიან მეხმარება. დარწმუნებული ვარ ჩემი ახლობლების/მეგობრების უდიდესმა ნაწილმა იცის ვინც ვარ, მაგრამ მათგან აღტაცებას ვერ ვგრძნობ, რადგან ალბათ ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ "ნაილ შოპი" ბავშვური ახირებაა, ან უბრალო მცირე ბიზნესი, რომელსაც პოტენციალი არ აქვს, მაგრამ ეს უფრო მაბედნიერებს, რადგან მეძლევა შანსი არამარტო მათ,არამედ საკუთარ თავსაც დავუმტკიცო, რა შემიძლია! იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ნეგატიურზე კონცენტრაცია ძალიან ცუდი თვისებაა, რომელიც საბედნიეროდ მე არ გამაჩნია!

- გიქმნით თუ არა პრობლემებს თქვენი ბიზნესი სწავლასთან მიმართებაში?

ეს ჩემს ოჯახში ყველაზე პოპულარული საკამათო თემაა. რა თქმა უნდა მიშლის,ყოველთვის მახსენებენ ჩემი მშობლები,რომ ორი კურდღლის მადევარი... ჰომ ხვდებით? მაგრამ ამას შენიშვნად კი არა, უბრალო კონვერვატიულობად აღვიქვამ, მათი რეაქცია ბუნებრივია, უნდათ, რომ პირველ საფეხურზე სწავლა-განათლება დავაყენო, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, ცოტა დრო იმასაც უნდა დავუთმო რაც "მინდა" და არა იმას, რაც "საჭიროა". "ნაილ შოპი" თავს მრავალფეროვან და განვითარებულ ადამიანად მაგრძნობინებს,ვეჭვობ ის იარსებებს იქამდე,სანამ მე ვარსებობ. განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანს შორის შესაძლებლობის და ცოდნის ნაკლებობა კი არა, სურვილის ნაკლებობაა.

945 14.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]