» » „არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს...“- ნუცა შანშიაშვილი მიმართვას ავრცელებს

„არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს...“- ნუცა შანშიაშვილი მიმართვას ავრცელებს
„არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს...“- ნუცა შანშიაშვილი მიმართვას ავრცელებს


ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნუცა შანშიაშვილი თბილისში კონცერტს გეგმავდა, თუმცა როგორც თავად იუწყება უარი მიიღო. მიზეზი კი ის არის, რომ ამისთვის სახსრები ვერ მოიძებნა. როგორც მომღერალი წერს კონცერტში მონაწილეობამასთან ერთად უნდა მიეღოთ მინგუს ბენდის ჯაზ ვარსკვლავებს, ასევე პროექტ „ვოისის“ ბავშვებს, რომლებიც მის გუნდში იყვნენ თავმოყრილი. შეგახსენებთ, რომ ნუცა „ვოისის“ ბოლო სეზონში ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში იყო მოწვეული.
„ვწერ ჩემს საყვარელ ქართველ მსმენელს და მაყურებელს... იმათ ვინც ელოდება ჩემს კონცერტს საქართველოში... შეტანილი მქონდა განცხადება საქართველოს მერიას და კულტურის სამინისტროში თხოვნით დაეფინანსებინათ ჩემი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. სადაც წარმოდგენილი მექნებოდა ერთერთი ჩემი ბროდვეის საკონცერტო პროგრამა, მსოფლიო უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვა ისეთ გიჟ ზანგებთან ერთად როგორებიც არიან მინგუს ბენდის ჯაზ ვარსკვლავები... ასევე მინდოდა ჩემს კონცერტში მიეღოთმონაწილეობა ჩემი ვოისის ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს... მემგონი დიდი ბიძგია და წინსვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ეგეთ მუსიკოსებთან სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მითხრეს დახმარებაზე მერიამ და კულტურის სამინისტრომ, ფული არ გვყოფნისო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს... ჩემი კონცერტები იგეგმება ამერიკაში ნოემბრიდან, მწყდება გული რომ ჩემს საყვარელ ყველაზე საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ უმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცა და როდესმე და როგორმე, გამოიცვლება უკეთესობისკენ ჩემს საქართველოში... ხო მინდა შეგახსენოთ, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პარტიას. მაქვს ჩემი აზრი და ვცემ დიდ პატივს ყველა იმ ქართველს ვისაც შეუძლია ჭეშმარიტად უყვარდეს თავისი ერი და ემსახუროს მას მთელი გულით... ყოველგვარი ქურდობის, ფულის გათეთრების და ვითომ პატრიოტობის გარეშე... პატივისცემით ნუცა შანშიაშვილი“

1 166 14.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]