» » BOOM FIRE-ი ექსპორტზე გადის

BOOM FIRE-ი ექსპორტზე გადის
BOOM FIRE-ი ექსპორტზე გადის


თბილისი (BPI) – უკვე ერთი წელია, ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ენერგეტიკული სასმელი BOOM FIRE-ი გამოჩნდა. პროდუქტს უცხოური ანალოგებისგან დაბალი ფასი გამოარჩევს. BOOM FIRE-მა საქართველოში ერთ წელიწადში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკვე ექსპორტზეც გადის. წარმოების დეტალებზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე კომპანია SAH&CO-ის გაყიდვების დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი საუბრობს.
– თქვენმა გუნდმა საკმაოდ წარმატებული და გაყიდვადი პროდუქტის შექმნა, პირველ რიგში ამ გუნდის შესახებ რომ ვისაუბროთ, თუ გქონდათ გამოცდილება მანამდე ამ სფეროში?
– ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში იყო დაკავებული იმპორტირებული კვების პროდუქტების დისტრიბუციით 2004 წლიდან 2014 წლის ზაფხულამდე.
10 წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ გარდა სხვადასხვა პროდუქციის იმპორტისა და შემდეგ მისი რეალიზაციისა, ჩვენივე გუნდის მეშვეობით შეგვეძლო გვეწარმოებინა ქართული პროდუქტები და ისეთივე წარმატებით გაგვეყიდა, როგორც ამას იმპორტირებული პროდუქტების შემთხვევაში ვახერხებდით და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ მოგვეხდინა ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანა სხვადასხვა ქვეყნებში.

– როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
– პირველი პროდუქტი, რომელიც 2014 წლის 28 ივლისს გამოვიდა ბაზარზე, უკვე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი ენერგეტიკული სასმელი BOOM FIRE ENERGY 0.33 CAN
-ია. პროდუქტის შექმნისას დავსახეთ სამი მთავარი პრიორიტეტი, რის ხარჯზეც პროექტი უნდა გამხდარიყო წარმატებული, – ხარისხი, ფასი, დიზაინი. სწორედ ამ სამმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენი პროდუქტის მოთხოვნადობა ბაზარზე. რაც შეეხება მარკეტინგულ გათვლასა და რეკლამას, ეს სამი პრიორიტეტი რეალურად ჩვენი მარკეტინგული გათვლაა. ხოლო რეკლამის ბიუჯეტი პროდუქტის ფასიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გვაქვს.
დღეის მდგომარეობით BOOM FIRE ENERGY-ი მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში წარმოდგენილია 4000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, ხოლო მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე 7 000-ს ობიექტს აჭარბებს. ყველაფერი ეს ძირითადად ძლიერი და გამოცდილი სავაჭრო აგენტების ხარჯზე მიიღწევა.
ასევე ინტენსიურად დავიწყეთ ექსპორტზე პროდუქციის გასატანად მუშაობა. ქვეყნები, სადაც ექსპორტი უკვე განხორციელდა, გახლავთ ირანი და სომხეთი.

– დაბალი ფასის გამო მომხმარებელს პროდუქტის ხარისხში შეაქვს ხოლმე ეჭვი,..
– რაც შეეხება პროდუქტის შემადგენლობას, ის თითქმის არაფრით განსხვავდება თავისი უცხოური კონკურენტებისგან. მოგეხსენებათ, ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობები თითქმის იდენტურია, თითქმის ყველა მათგანის ძირითადი შემადგენელი არის ტაურინი, კოფეინი, ვიტამინები, შაქარი და წყალი.
რაც შეეხება ფასის გამო ხარისხში ეჭვის შეტანას, ჩვენს შემთხვევაში უმაღლესი ხარისხი უზრუნველყოფილია შემდეგი ფაქტორებით, – ნედლეულსა და კონცენტატებს მსოფლიო ლიდერი კვების პროდუქტების დანამატების მწარმოებელი ქვეყანა გერმანია გვაწვდის, ცარიელი ქილის ტარის მომწოდებელი ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალუმინის ტარის მწარმოებელი ქვეყანა – სერბეთი და საუკეთესო ქართული წყაროს წყალი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია, რომ BOOM FIRE-ი ასეთი გემრიელია და ასეთი მოწონებით სარგებლობს ყველა კატეგორიის მომხმარებელში.
BOOM FIRE -ის ჩამოსხმის პროცესი ევროსტანდარტების სრული დაცვით თანამედროვე სტანდარტების გერმანულ ხაზებზე ხდება. ჩამოსხმის პროცესის კონტროლი კი ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიის მიერ ყოველ 15 წუთში ხორციელდება.

– როგორია საწარმოო ტექნოლოგია?
– რაც შეეხება ტექნოლოგიას, პროდუქტი ჩვენი გუნდის და გერმანული ტექნოლოგების 6 თვიანი დაუღალავი შრომის შედეგადაა მიღებული. მოგეხსენებათ, ქართველი მომხმარებელი რამდენად მომთხოვნი და მგრძნობიარეა. ამ ათწლიანი სადისტრიბუციო საქმიანობისას ბევრ სხვა ქვეყანაში ძალიან წარმატებული ბრენდის კრახი გვინახავს საქართველოში და ამიტომაც დაგვჭირდა ამდენი დრო, რომ ასეთი წარმატებული პროდუქტი გამოგვსვლოდა.

901 14.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]