» » რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ენერგეტიკული სასმელი “ბუმი“ – რას აცხადებს კვების ექსპერტი

რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ენერგეტიკული სასმელი “ბუმი“ – რას აცხადებს კვების ექსპერტი
რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ენერგეტიკული სასმელი “ბუმი“ – რას აცხადებს კვების ექსპერტი


რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ენერგეტიკული სასმელი "ბუმი" და რატომ არ აწერია გამოკვეთილად, რომ ერთზე მეტის დალევა არ შეიძლება – ამ სათაურით გაზეთი "ალია" დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
"ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვიყიდია ე.წ. ენერგეტიკული სასმელი, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, გვაფხიზლებს, ენერგიას გვმატებს და ხელს გვიწყობს საქმიან აქტიურობაში. ბოლო რამდენიმე თვეა, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ე.წ. ენერჯაიზერი, "ბუმი" რომელიც სულ რაღაც ერთი ლარი ღირს, არც გემო დაეწუნება და მოცულობითაც გაცილებით დიდია – 330 მლ, მაშინ, როცა სხვა მათი "კოლეგა" ენერგეტიკულები, რომლებიც, სულ რაღაც 250 მლ-ია და ფასიც ორჯერ და სამჯერ ძვირია", – წერს ჟურნალისტი და კვების ექსპერტ, პროფესორ ეთერ სარჯველაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
კვების ექპერტი ამბობს, რომ ენერგეტიკული სასმლების მიღების შემდეგ ადამიანი იმდენად იფიტება, რომ მასზე დამოკიდებული ხდება და თუ კიდევ არ მიიღო, ჰგონია, რომ რაღაც ვერ არის ფორმაში.
„ენერგეტიკული სასმელის მოხმარება იწვევს შეჩვევას და რაც მთავარია, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თუ ის იაფფასიანია, ეს ნიშნავს, რომ ის სინთეზური ნივთიერებების კრებულია, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას არ ახდენს. ენერგეტიკული სასმელის მოხმარება რეკომენდებული არ არის, დოზა ქმნის შხამს, ტურინი, რომელიც შედის ენერგეტიკულ სასმელში, არ არის ის ნივთიერება, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს. ზუსტად ეს ტურინი არის ის ე.წ. ენერგიის მიმცემი, რომელიც რეალურად ენერგიას ჩვენს ხარჯზე მოიხმარს. მისი ეფექტია ორგანიზმის უბრალო აღგზნება, სტიმულს აძლევს მას, რომ ენერგია მაქსიმალურად დაიხარჯოს.ზუსტად ეს ნვთიერება შედის "რედ ბულშიც" და ნამდვილად არ არის კარგი და მისაღები,თუმცა აკრძალული არ არის. მე ყოველთვის ვამბობ – მნიშვნელობა აქვს დოზას", -აცხადებს ეთერ სარჯველაძე.


902 14.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]