» » - რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სქესობრივი აქტი?

- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სქესობრივი აქტი?
- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სქესობრივი აქტი?


სექსუალური ჯანმრთელობა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, სქესს, სამოქალაქო სტატუსს თუ ორიენტაციას. სექსუალური დისფუნქცი სქესობრივი აქტის ხანგრძლივობასა და ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სქესობრივი აქტი?

ამ საკითხზე ბევრი კამათობს. ალბათ, გსმენიათ, რომ ზოგიერთი წყვილის აქტი 1-2 წუთს გრძელდება. სხვები კი ქალთან გატარებულ საათებზე ყვებიან ისტორიებს. აუცილებლად დაგაინტერესებდათ - საიდან ასეთი გამძლეობა?!

რა თქმა უნდა, მეცნიერები ამ საკითხითაც დაინტერესედნენ. უშუალოდ ,,სექსი’’ ეწოდება დროს შეღწევიდან ეაკულაციამდე. მკვლევარებმა 500 წყვილს სთხოვეს საძინებელ ოთახში წამზომი შეეტანათ და ოთხი კვირის განმავლობაში მათ მონაცემებს იწერდნენ. საბოლოო შედეგები საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა. სქესობრივი აქტის დრო 33 წამიდან (დიახ, 33 წამიდან!) 44 წუთამდე მერყეობდა.

მეცნიერებმა წყვილების საშუალო მაჩვენებელი გამოთვალეს და ამ ციფრმა, დაახლოებით, 5.4 წუთი შეადგინა.

- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სქესობრივი აქტი?


რა ფაქტორები შეიძლება ახდენდეს გავლენას სქესობრივი აქტის ხანგრძლივობაზე?

ადგილმდებარეობა სქესობრივი აქტის ხანგრძლივობაზე ყველაზე ნაკლებად ახდენს გავლენას. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, თქვენი გამძლეობა არ შეიცვლება. ამაზე ვერც ეროვნება ზემოქმედებს და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში როგორი კლიმატური პირობებია.

ასაკი აშკარა ფაქტორია, რომელზეც არ დაობენ. ახალგაზრდა წყვილები უფრო ახერხებენ სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას. მათთან მოულოდნელი ,,სიურპრიზები’’ იშვიათად ხდება.

მნიშვნელოვანია პენისის ფორმაც. რაც უფრო მეტი სისხლი მოძრაობს სასქესო ორგანოში, ერექციის კონტროლი უფრო შესაძლებელია.

თუ სქესობრივი აქტი სისტემატიურად მეტისმეტად ცოტა ხანს გრძელდება, შეიძლება ნაადრევი ეაკულაციის პრობლემის წინაშე იდგეთ.

ნუ დაგადადებთ ექიმთან ვიზიტს. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კვალიფიციური ექიმები მოგემსახურებიან.

დარეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

920 14.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]