» » დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა გაქვთ? – ეს ტესტი საპირისპიროს დაგიმტკიცებთ

დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა გაქვთ? – ეს ტესტი საპირისპიროს დაგიმტკიცებთ
დარწმუნებული ხართ, რომ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენა გაქვთ? – ეს ტესტი საპირისპიროს დაგიმტკიცებთ


დასმულ შეკითხვებს უპასუხეთ დიახ ან არა და თითოეული კითხვის შესაბამისი ქულები დაიწერეთ.

1. ხართ თუ არა საკუთარ თავში ჩაკეტილი? (დიახ – 5, არა – 0)

2. ხომ არ ფიქრობთ, რომ წარუმატებლობები თან გდევთ? (დიახ – 0, არა – 5)

3. როდესაც რაიმეს გაკეთებას აპირებთ, სხვის აზრს ითვალისწინებთ (დიახ – 0, არა – 5)

4. ხომ არ ცდილობთ, გაიხსენოთ, ანალოგიურ ვითარებაში როგორ იქცევიან სხვა ადამიანები და ზუსტად ისე მოიქცეთ? (დიახ – 0, არა – 5)

5. როდესაც გაქებენ, თავს უხერხულად გრძნობთ? (დიახ – 0, არა – 5)

6. შეგიძლიათ, მარტომ დიდხანს გაძლოთ? (დიახ – 0, არა – 5)

7. თქვენი სულიერი კომფორტი ფულს უკავშირდება? (დიახ – 0, არა – 5)

8. ხშირად ფიქრობთ, რომ სწორედ ახლა მოხდა ყველაზე დიდი საშინელება? (დიახ – 0, არა – 5)

9. სხვებთან საკუთარი გრძნობების გამოხატვა გიჭირთ? (დიახ – 0, არა – 5)

10. შეგიძლიათ, იმ ადამიანებს გაუწიოთ წინააღმდეგობა, ვის გვერდითაც ცხოვრობთ? (დიახ – 5, არა – 0)

შედეგები:

35-50 ქულა: საკუთარი თავი გიყვართ და პატივსაც სცემთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვებიც გიყვართ. საკმაოდ ხალისიანი ბრძანდებით. ეს ყველაფერი კი თქვენი წარმატების საწინდარია. გარშემო მყოფთაგან დადებით იმპულსებს იღებთ. გრძნობთ, რომ ყველას სჭირდებით და ფიქრობთ, რომ ცხოვრებას ნამდვილად აქვს აზრი. უფრო სწორად, მას აზრს თქვენ აძლევთ. სხვა ადამიანების ღირსებების დაფასება შეგიძლიათ. ფიქრობთ, რომ ღირსეული პიროვნება ხართ და მიგაჩნიათ, რომ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ.

15-30 ქულა: ძნელია იმის თქმა, გიყვართ და პატივს სცემთ თუ არა საკუთარ თავს. ალბათ, ამაზე იშვიათად გიფიქრიათ. თქვენს შესაძლებლობებს ყოველთვის არ იყენებთ. საკუთარსა თუ სხვის სისუსტეებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ. ამან კი შეიძლება, საკუთარი თავისადმი არც ისე განწყობა გაგიჩინოთ. ვერც იმას შეძლებთ, საკუთარ თავს მოსწყდეთ და სხვა ადამიანებს სიყვარული და ყურადღება აგრძნობინოთ.

0-15 ქულა: საკუთარი თავი ნამდვილად არ გიყვართ. ყოველთვის ცუდის მოლოდინში ხართ. როცა რაღაც ცუდი ხდება, ამბობთ, რომ დარწმუნებული იყავით, ასე იქნებოდა. ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ იტანთ და ამის გამო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ.

812 05.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]