» » ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ – აქ მამაკაცების დეფიციტია!

ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ – აქ მამაკაცების დეფიციტია!
ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ – აქ მამაკაცების დეფიციტია!


სტატიის თემა ცოტა უცნაურია, მაგრამ საინტერესო. მსოფლიოს მასშტაბით არის ქვეყნები, სადაც ქალები მამაკაცებთან შედარებით ჭარბობენ. მათ შორისაა ავსტრალია. ავსტრალიაში მამაკაცების დეფიციტია. მოდი, ჯერ ცოტა ვისაუბროთ ავსტრალიის შესახებ…

ავსტრალია არის სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიას და სხვა მცირე კუნძულებს.

ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება:ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა – ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია – სამხრეთ-აღმოსავლეთით. ავსტრალიის მოსახლეობა, ბოლო აღწერის თანახმად, 25 მილიონს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა.

დედაქალაქის გარდა, ქვეყანაში პოპულარობთ გამოირჩევა ქალაქები: სიდნეი, პერთი, მელბურნი, ადელაიდა და ბრიზბრენი.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების ინდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.

ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. ეს იყო ცოტა რამ ავსტრალიის შესახებ…

მსოფლიოს სუპერმოდელების და ცნობილი სახეების სამშობლოში, მამაკაცები უკვე „შავ ბაზარზე” არიან….

McCrindle-ის კვლევითი ფირმის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში ქალების რაოდენობა, მამაკაცების რაოდენობას 200 000 -ით აღემატება.

კვლევების შედეგების თანახმად, ქვეყანაში ყოველი 20 ბავშვიდან 17 გოგო იბადება.

ქვეყნის ულამაზესი ქალები სიყვარულს ხშირად ქვეყნის გარეთ ეძებენ.

ასევე ბოლო 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ავსტრალიელ გოგონებს, რომელთა ასაკიც იცვლება 20-დან 35 წლამდე, ძალიან უჭირთ მეგობარი ბიჭის მოძებნა.

მამაკაცების დეფიციტი ყველაზე მეტად შეინიშნება ტასმანიასა და ვიქტორიაში… მამაკაცები, ნაკლებობასთან ერთად, ხშირად ტოვებენ ქვეყანას სამსახურის შოვნის მიზნით, ეს ფაქტი მამაკაცების დეფიციტს ორმაგად ზრდის.

ავსტრალიას მსოფლიოში შოუბიზნესის ცნობილი სახეები ჰყავს. ესენია: ნიკოლ კიდმანი, კაილი მინოუგი, მირანდა კერი და სხვები… ეს ფაქტი ამ უცნაურ და საინტერესო ქვეყანას უფრო საინტერესოს ხდის, ამ ულამაზეს ქვეყანას ძალიან ლამაზი ქალები ჰყავს… წარმატებებს გისურვებთ, ესტუმრეთ ავსტრალიას.

1 135 05.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]