» » ძალიან მაგარი გოგო ცირა კობიაშვილი, რომელმაც გარდაცვლილ შეყვარებულს უმღერა

ძალიან მაგარი გოგო ცირა კობიაშვილი, რომელმაც გარდაცვლილ შეყვარებულს უმღერა
ძალიან მაგარი გოგო ცირა კობიაშვილი, რომელმაც გარდაცვლილ შეყვარებულს უმღერა




ცირა კობიაშვილი - გოგოები 18 წლიდან



19 წლის ცირა კობიაშვილი დედასთან, ჟურნალისტ თათია პაჭკორიასთან ერთად ცხოვრობს. გოგონა დღემდე იმ ტრაგედიის ემოციის ქვეშ არის, რომელიც დეკემბერში მის თვალწინ დატრიალდა. ის, რომ ცირა „X ფაქტორის" სცენაზე დგას, მისი საყვარელი ადამიანის დიდი სურვილი იყო. ცირამ საკუთარ თავზე უამბო.



ჩემი მშობლები დაშორებულები არიან. 3 წლიდან დედასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ მამასთან და მის მეუღლესთანაც იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვერც კი ვგრძნობ, რომ დედ-მამა დაშორებულია.

სულ ცოტა ხნის წინ მამის მხრიდან და შემეძინა - პატარა ანასტასია. „X ფაქტორში" ყველა ერთად მგულშემატკივრობს. მამას მეუღლე დედაჩემზე არანაკლებად განიცდის.

იმ ტრაგედიის შემდეგ ვერც კი ვიფიქრებდი, კონკურსში მონაწილეობას თუ შევძლებდი. ჩემი სულიერი მდგომარეობის ფონზე ხალხში გამოჩენა და სიმღერა არ შემეძლო, მაგრამ მეგობრებმა და ოჯახმა დამარწმუნეს და დღეს „X ფაქტორის" მონაწილე ვარ.

სცენაზე გასვლის წინ ისე ვნერვიულობდი, გადაცემის წამყვანებიდან დაწყებული, ოპერატორებით დამთავრებული, ყველა მე მაწყნარებდა. კულისებიდან განათებასა და ხალხს რომ ვხედავდი, პანიკაში ვიყავი. ხალხი როგორ მიმიღებდა, ამის მეშინოდა.

სიმღერა ბავშვობიდან მიტაცებს. სარკესთან ვდგებოდი და ოცნებებში მივდიოდი, როგორ მიკრავდა მაყურებელი ტაშს.


ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და არც ფართო საზოგადოების წინაშე მიმღერია. ძალიან ემოციური ვარ და სცენაზე გამოსვლის ყოველთვის მეშინოდა. ადამიანმა, რომელიც მიყვარდა, იმხელა ძალა მომცა, აღარაფრის მეშინია. თუმცა არა - ერთადერთი იმის შიში მაქვს, რომ მას ვეღარასდროს ვნახავ...

ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებს, საკუთარი თავი მაინც შოუბიზნესში წარმომიდგენია.

ჩვენ ერთად მხოლოდ ერთი წელი გავატარეთ, მეტი არ დაგვცალდა. გასული წლის 25 დეკემბერს უბედური შემთხვევა მოხდა. ჩვენ მეზობლები ვართ და მის მკვლელობას შევესწარი. გამომდინარე იქიდან, რომ თვითმხილველი ვარ, ეს ჩემთვის ორმაგი სტრესია. საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემს წინსვლას, წარმატებასა თუ სიხარულს კი ძალიან დიდხანს მისი სახელი ერქმევა.

როცა „X ფაქტორის" კონკურსანტი გავხდი, ჩემ შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი უარყოფითი კომენტარი გავრცელდა. ვიღაცები წერდნენ, რა საჭიროა ასეთი ზღაპრები, მთავარია, კარგად იმღეროო. ზღაპარი კი არა, ეს ყველაზე დიდი რეალობაა. დღეს „X ფაქტორის" სცენაზე რომ ვდგავარ, ამის მთავარი მიზეზი ის ადამიანია. სწორედ მისი დიდი სურვილი იყო, რომ სცენაზე ვენახე.

მწარე კომენტარებისთვის ჩემი გული და ფსიქიკა მზად არ არის. ძალიან ემოციური ვარ, იმაზეც კი ვნერვიულობ, როცა ვინმე ამბობს, თითქოს ცხვირზე პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ვცდილობ, დავამტკიცო, რომ სახის ყველა ნაკვთი ჩემია. ფსიქოლოგიურზე ჩაბარება ამიტომაც გადავწყვიტე. მინდა, ჩემი ემოციები ვმართო.

ჩემთვის ჩემი საყვარელი ადამიანი დიდი ზურგი იყო, მის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი.

1 289 05.04.16
[xfgiven_online1] [/xfgiven_online1] [xfgiven_online1]
[xfvalue_online1]
[xfgiven_online2]
[xfvalue_online2]
[/xfgiven_online2] [xfgiven_online3]
[xfvalue_online3]
[/xfgiven_online3]
[/xfgiven_online1]